logo_geo
ავღანეთიდან აშშ-ის შეიარაღებულ ძალების გასვლის შემდეგ, ქაბულიდან პირველი ავიარეისი შესრულდა
- +

9 სექტემბერი. 2021. 19:41

 

 

ავღანეთიდან აშშ-ის შეიარაღებულ ძალების გასვლის შემდეგ, ქაბულიდან პირველი ავიარეისი შესრულდა.

 

ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

 

„ყატარის ავიახაზების“ ჩარტერული რეისი ამჟამად დოჰასკენ მიემართება. ბორტზე 200-მდე ადამიანია, რომელთა შორის აშშ-ის მოქალაქეები არიან.

 

ყატარს ევაკუაციაში დახმარებისკენ ქვეყანაში ვიზიტის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მოუწოდა. გეგმის მიხედვით, კიდევ ერთი ავიარეისი პარასკევს უნდა შესრულდეს.

 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ „თალიბანმა“ ქვეყანაში დარჩენილ 200-მდე ამერიკელსა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს ავღანეთის დატოვების ნება დართო.

 

„თალიბანმა“ ქაბული 15 აგვისტოს დაიკავა. აგვისტოში ავღანეთიდან ევაკუაციის დროს ქვეყნის დატოვება ვერ შეძლო ავღანეთის ასობით მოქალაქემ, რომლებიც აშშ-ის შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობდნენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი