logo_geo
კოვიდ-ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, მოლდოვაში კოვიდრეგულაციები მკაცრდება
- +

9 სექტემბერი. 2021. 20:24

 

 

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, მოლდოვაში კოვიდრეგულაციები მკაცრდება. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ახალი რეგულაციებით, 11 სექტემბრიდან არავაქცინირებული პირები არ დაიშვებიან რესტორნებში, ბარებში და კულტურულ ღონისძიებებზე.

 

ამჟამად მოლოდვაში სავალდებულოა პირბადეების ტარება საზოგადოებრივ ადგილებში, რესტორნები და ბარები კი 23:00 საათზე იკეტება.

 

პანდემიის დაწყებიდან მოლდოვაში აღრიცხულია კოვიდ-19-ის 272 325 შემთხვევა, გარდაიცვალა 6 466 ადამიანი. ვაქცინირებულია მოლდოვის მოსახლეობის დაახლოებით 25%.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი