logo_geo
თავდაყირა დაკიდებულ მარტორქებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა ანტინობელის პრიზი მიიღო
- +

10 სექტემბერი. 2021. 11:33

 

ჩატარდა კონკურსი, რომელიც ნობელის პრემიის გაშარჟებული ვესიაა. ჟიურიმ კონკურსის გამარჯვებულად გამოაცხადა ექსპერიმენტი, რომლის დროსაც, მარტორქები თავდაყირა დაჰკიდეს, - ამის შესახებ BBC წერს.

 

„რა შეიძლება იყოს იმაზე თავხედური, ვიდრე - 10 წუთით, 12 მარტორქის თავდაყირა დაკიდება? მაგრამ სწორედ ეს გააკეთა ველური ბუნების ვეტერინარმა კორნელის უნივერსიტეტიდან, რობინ რედკლიფმა ნამიბიაში“, - წერს ბრიტანული მაუწყებელი.

 

მან და მისმა გუნდმა, ნამიბიის გარემოს დაცვის, სატყეო და ტურიზმის სამინისტროსთან თანამშრომლობით, 12 სპილოს ტრანკვილიზატორი გაუკეთეს და, 10 წუთით, ამწეზე დაჰკიდეს.

 

ნამიბიაში, გადასაყვანად, მარტორქებს ხშირად ჰკიდებენ ვერტმფრენებზე, თავდაყირა. ვეტერინარმა კი, ამ ექსპერიმენტით სცადა, დაედგინა, რა გავლენას ახდენს ასე მგზავრობა ცხოველების ჯანმრთელობასა და ფიზიკურ რეაქციებზე.

 

ანტინობელს „შნობელადაც“ ხშირად მოიხსენიებენ.

 


 

 

right_banner big_banner
არქივი