logo_geo
დონალდ ტრამპი: რინგზე ჯო ბაიდენს ნოკაუტში პირველივე წამებში გავუშვებდი
- +

10 სექტემბერი. 2021. 15:45

 

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენს ნოკაუტში გაუშვებდა, თუ ოდესმე მასთან რინგზე დაპირისპირება მოუწევდა.

 

11 სექტემბერს დონალდ ტრამპი კომენტარს გაუკეთებს საკრივო ორთაბრძოლას, რომელშიც მძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი აბსოლუტური ჩემპიონი, ევანდერ ჰოლიფილდი მძიმე წონაში UFC-ის ყოფილ ჩემპიონს, ვიტორ ბელფორტს შეხვდება.

 

აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით პრესკონფერენციაზე სატელეფონო ჩართვისას დონალდ ტრამპს ჰკითხეს, თუ ვისთან სურს მას რინგზე ბრძოლა.

 

„ვფიქრობ, რომ ყველაზე იოლი ბრძოლა ჯო ბაიდენთან მექნებოდა, რადგან ის ძალიან სწრაფად დამარცხდებოდა. ძალიან სწრაფად. ვფიქრობ, რომ ბაიდენს ნოკაუტში პირველივე წამებში გავუშვებდი“, - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

 

big_banner
არქივი