logo_geo
ავღანეთიდან 44 ევაკუირებულს აშშ პოტენციურად საშიშად მიიჩნევს
- +

10 სექტემბერი. 2021. 23:17

 

 

ავღანეთიდან 44 ევაკუირებულს აშშ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის პოტენციურად საშიშად მიიჩნევს. ამის შესახებ გამოცემა The Washington Post-ი წერს.

 

მისი ინფორმაციით, აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამინისტრომ ქვეყანაში შეშვებამდე ათობით ათასი ავღანელი შეამოწმა. ზოგიერთ მათგანს მობილურ ტელეფონებსა და სხვა მოწყობილობებში საეჭვო ფაილები აღმოაჩნდა. აშშ-ში ეჭვობენ რომ 44 მიგრანტს ტერორისტებთან აქვს კავშირი.

 

The Washington Post-ის მტკიცებით, 17 აგვისტოდან აშშ-ში 60 ათასი ავღანელის ევაკუაცია განხორციელდა. ამ დროისთვის 13 მათგანი მიგრაციული სამსახურების დაკვირვების ქვეშაა. 15 ევაკუირებული ავღანელი ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, სატრანზიტო ბაზებზე დააბრუნეს. კიდევ 16 პოტენციურად საშიში ავღანელი აშშ-ის საზღვრებს მიღმა მდებარე ობიექტებზე რჩება.

 

 

big_banner
არქივი