logo_geo
ჭარბწონიანობასა და კორუფციის დონეს შორის კავშირის შესახებ კვლევამ „ანტინობელი“ მიიღო
- +

11 სექტემბერი. 2021. 10:04

 

პოლიტიკოსების ჭარბწონიანობასა და ქვეყანაში კორუფციის დონეს შორის კავშირის შესახებ კვლევამ ეკონომიკის დარგში „ანტინობელი“ მიიღო. კვლევის ავტორია პაველ ბლავაცკი, რომელიც მონპელიეს უნივერსიტეტში მუშაობს.

 

მან შეისწავლა პოსტსაბჭოთა ქვეყნების სახელმწიფო მოხელეების ფოტოები, რის შემდეგაც თითოეული ქვეყნისთვის საშუალო შეწონილი მაჩვენებელი გამოიყვანა. ეს მაჩვენებლები ბლავაცკიმ კორუფციის შესახებ მსოფლიო ბანკისა და Transparency International-ის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგებს შეადარა და მათ შორის კორელაცია აღმოაჩინა.

 

მაგალითად, კორუფციის შედარებით დაბალი დონის მქონე ქვეყნებში (ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, საქართველო) პოლიტიკოსები უფრო მოწესრიგებულები, უფრო კორუმპირებულ ქვეყნებში კი (ტაჯიკეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, რუსეთი და უკრაინა) პოლიტიკოსები უფრო ჭარბწონიანები აღმოჩნდნენ.

 

right_banner big_banner
არქივი