logo_geo
11 სექტემბრის ტერაქტიდან 20 წელი გავიდა
- +

11 სექტემბერი. 2021. 11:56

 

აშშ-ში საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია „ალ ქაიდას“ მიერ განხორციელებული ტერაქტებიდან 20 წელი გავიდა.

 

ტერაქტთან დაკავშირებით ქვეყანაში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უხელმძღვანელებს.

 

ჯო ბაიდენი პირველ ლედისთან, ჯილ ბაიდენთან ერთად თავდასხმის სამ ადგილს მოინახულებს. ტერორისტული თავდასხმების დროის შესაბამისად, დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით ექვსჯერ მიაგებენ პატივს.

 

2001 წლის 11 სექტემბერს, „ალ ქაიდას“ თვითმკვლელმა ტერორისტებმა ოთხი სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცეს, რომელთაგან ორი თვითმფრინავი ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბრჯენებს შეეჯახა. კიდევ ერთი თვითმფრინავი ტერორისტებმა ქვეყნის დედაქალაქ ვაშინგტონში პენტაგონს დააჯახეს, ხოლო მეოთხე თვითმფრინავი პენსილვანიის შტატში, მინდორში ჩამოვარდა. 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარ ტერაქტების სერიას აშშ-ში 2 977 ადამიანი ემსხვერპლა.

 

 

big_banner
არქივი