„ჩინეთში კორონავირუსის ეპიდაფეთქების ახალი კერა აღმოაჩინეს“, - ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტი ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, ახალ ეპიცენტრად პროვინცია ფუძიანი იქცა. 11 სექტემბერს ქალაქ პუტიანში შიდა გავრცელების 19 შემთხვევა დაფიქსირდა, კიდევ ერთი ინფიცირებულია ქალაქ ციუანჯოუში.
ამასთანავე, გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთის მასშტაბით ინფიცირების მხოლოდ 46 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 26 შეტანილია.