logo_geo
„თალიბანმა“ ქალებს კაცებთან ერთად სწავლა აუკრძალა
- +

13 სექტემბერი. 2021. 10:42

 

ავღანეთის უნივერსიტეტებში ჯგუფები სტუდენტების სქესის მიხედვით დაიყოფა და ჩაცმის ახალი სტილი დაინერგება, - თქვეს „თალიბებმა“ შარიდ რაბანის უნივერსიტეტში გამართულ ყრილობაზე, რომელსაც სახედაფარული ქალებიც დაესწრნენ.

 

ქალებს შეეძლებათ სწავლა, თუმცა - არა კაცებთან ერთად. ამასთან, ცნობილია, რომ მათ ჰიჯაბის ტარება მოუწევთ, თუმცა, დაზუსტებით არაა ცნობილია, სავალდებულო იქნება თუ არა, დამატებით, სახეც დაიფარონ.

 

არსებობს ეჭვი, რომ ეს ქალებს მაინც შეუზღუდავს განათლებაზე წვდომას, რადგან ყველა უნივერსიტეტს არ აქვს რესურსი, ქალებისთვის ცალკე კლასების ჩამოსაყალიბებლად. ამასთან, მოსალოდნელია, ქალების კლასებისთვის, ქალი პედაგოგების საკმარისი რაოდენობის პრობლემა შეიქმნას.

 

როგორც ყრილობაზე „თალიბანის“ წარმომადგენელმა თქვა, შესაძლოა, ქალებისთვის სწავლების უფლება კაცებსაც მისცენ და მათ შეეძლებათ, „ფარდის უკან მდგომებმა“ წარმართონ სასწავლო პროცესი.

 

1996-2001 წელს „თალიბანს“ ქალებისთვის სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლა ჰქონდა აკრძალული.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი