logo_geo
ანგელა მერკელი: დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს ევროკავშირის წევრობის მისაღწევად დიდი გზა აქვთ გასავლელი
- +

14 სექტემბერი. 2021. 00:06

 

 

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს ევროკავშირის წევრობის მისაღწევად დიდი გზა აქვთ გასავლელი.

 

სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრე ვუჩიჩთან ბელგრადში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების ევროკავშირში გაწევრიანება ევროკავშირის წევრების გეოსტრატეგიულ ინტერესებს პასუხობს.

 

„ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი, ვიდრე სერბეთი და მთელი რეგიონი საბოლოოდ ევროკავშირს შეუერთდება. ეს ჩვენი საერთო მიზანია. ჩვენ, ვინც უკვე ევროკავშირის წევრები ვართ, უნდა გვახსოვდეს, რომ აბსოლუტური გეოსტრატეგიული ინტერესი არსებობს, რომ ეს ქვეყნები ევროკავშირში შევიყვანოთ“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

 

ანგელა მერკელმა ადრე განაცხადა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ექვს სახელმწიფოს - სერბეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, ბოსნია-ჰერცეგოვინას, მონტენეგროსა და კოსოვოს - ევროკავშირის მომავალ წევრებად ხედავს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი