logo_geo
ინგლისში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში იქნება შესაძლებელი
- +

14 სექტემბერი. 2021. 10:02

 

 

 

ინგლისში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში იქნება შესაძლებელი. შესაბამისი რეკომენდაცია ადგილობრივმა ჯანდაცვის მარეგულირებლებმა გასცეს.

 

ამასთან, სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ 12 წლის ასაკიდან ვაქცინაციის რეკომენდაცია გაფართოვდება მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე.

 

ინგლისში 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვების ვაქცინაცია მომავალი კვირიდან დაიწყება. შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის მთავრობები ჯანდაცვის პოლიტიკას თავად განსაზღვრავენ, თუმცა თითოეული მათგანი მთავარი სამედიცინო მრჩევლებისგან ერთნაირ რეკომენდაციებს იღებს. რეკომნდაციის თანახმად, ბავშვების აცრა „ფაიზერ/ბიონტექის“ ვაქცინით დაიწყება.

 

ამ დრომდე ბრიტანეთში კოორნავირუსზე 12-დან 15 წლამდე ასაკის მხოლოდ რისკჯგუფის ბავშვებს ცრიდნენ.

 

დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ზე ორი დოზით აცრილია 16 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის 81 პროცენტი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი