logo_geo
Apple კოსმოსურ კომპანიას ქმნის
- +

14 სექტემბერი. 2021. 10:38

 

 

Apple-ს თანადამფუძნებელი სტივ ვოზნიაკი აცხადებს, რომ საკუთარი კოსმოსური კომპანიის Privateer Space-ს შექმნას აპირებს. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა, შემდეგ კი ვიდეომიმართვა YouTube-ზე გაავრცელა.

 

Privateer Space-სი იმუშავებს, რათა კოსმოსი იყოს უსაფრთხო და კაცობრიობისთვის ხელმისაწვდომი.

 

ვოზნიაკი აცხადებს, რომ Apple-ს კოსმოსური კომპანია განსხვავებული იქნება. პროექტში მონაწილე მხარეები კოსმოსური კომპანიის განვითარების გეგმას სექტემბერში AMOS Tech 2021-ის კონფერენციაზე წარადგენენ.

 

მანამდე მილიარდერი ილონ მასკის კომპანიამ SpaceX-მა თანამგზავრების ახალი თაობის შექმნა დააანონსა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი