logo_geo
თეთრი სახლი მედიის თავისუფლების შეზღუდვას განიხილავს
- +

1 მაისი. 2017. 23:19


თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, რაინს პრიბესის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები ცილისწამებისთვის სასჯელის შესაძლო გამკაცრების საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ მან ტელეკომპანია ABC-ის ეთერში განაცხადა.


პრიბესის განცხადებით, იგი „რუსეთთან კონტაქტის თაობაზე ისტორიის ტირაჟირებით დაიღალა, და ასევე იმედგაცრუებულია იმით, რომ მედია პრაქტიკაში ხშირად ანონიმურ წყაროებს ეყრდნობა". მისი თქმით, მედიას ახალი ამბების გავრცელებისას „მეტი პასუხისმგებლობა" ეკისრება.


პრიბესმა ასევე განაცხადა, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა „ის პირადად," არაერთხელ დაარწმუნეს, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია „სიცრუეა" და ამის ტირაჟირება გრძელდება.


30 აპრილს, დონალდ ტრამპმა პენსილვანიაში მხარდაჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ამერიკული მედია კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და ისინი ცრუ ინფორმაციის შექმნაში დაადანაშაულა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ მედიის საქმიანობა სიმართლის თქმა და პატიოსნად მუშაობაა, მაშინ ამერიკელი ჟურნალისტები მკვეთრად უარყოფით შეფასებას იმსახურებენ.

 

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი