logo_geo
გერმანიაში, ღამის კლუბში შეკრების შემდეგ, კორონავირუსით 60-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა
- +

14 სექტემბერი. 2021. 19:07

 

 

დასავლეთ გერმანიაში, ქალაქ მიუნსტერში, კლუბში გამართულ ღონისძიებაზე დასწრების შემდეგ, სულ მცირე, 63 ადამიანს დაუდგინდა კორონავირუსი.

 

ადგილობრივი ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ გაკვირვებულები არიან, რადგან ღონისძიებას მხოლოდ სრულად ვაქცინირებული ან ვირუსგადატანილი, იმუნიტეტის მქონე ადამიანები ესწრებოდნენ.

 

კლუბში შეკრებას 380 ადამიანი ესწრებოდა. მედიის ცნობით, მათ მსუბუქი სიმპტომები აქვთ.

 

 

right_banner big_banner
არქივი