logo_geo
მშრომელთა საერთაშორისო დღე მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში
- +

1 მაისი. 2017. 23:30



მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე, პირველ მაისს მთელ მსოფლიოში აღინიშნება, შრომის უფლებების დაცვისა და შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით.


წელს, მსოფლიოს ზოგიერთ ქალაქში მშრომელთა დღის აღნიშვნას პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები მოჰყვა. CNN-ის ცნობით, თურქეთის ქალაქ სტამბოლში, 165 მომიტინგე დააკავეს აქციის დროს, პარიზში კი მსვლელობისას, აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ქვები და მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს, შედეგად კი ორი პოლიციელი დაშავდა.


 

პროფკავშირების საპირველმაისო აქცია პარიზში - სპეცრაზმელები ცეცხლის ალისგან თავს იცავენ.

ფოტო: Gonzalo Fuentes / REUTERS



მშრომელთა საერთაშორისო დღე დაკაში, ბანგლადეში.

ფოტო: A.M. Ahad / AP



მშრომელთა დღეს, ათასობით ადამიანის მარში გაიმართა ბარსელონას ცენტრში

ფოტო: Bullit Markuez / AP



ფილიპინების დედაქალაქ მანილაში, პრეზიდენტ როდრიგო დუტერტეს ნარკოტიკების წინააღმდეგ ომი გააპროტესტეს.

ფოტო: Bullit Markuez / AP



მშრომელთა საერთაშორისო დღე ფხენიანში, ჩრდილოეთ კორეა.

ფოტო: handout KCNA / Reuters



მოსკოვის ცენტრში, წითელ მოედანზე რუსები ცეკვით აღნიშნავენ მშრომელთა საერთაშორისო დღეს.

ფოტო: Bullit Markuez / AP


 

სტამბოლში მანიფესტანტები მანამდე დააკავეს, სანამ ქალაქის ცენტრში, ტაქსიმის მოედანზე, მშრომელთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მივიდოდნენ.

ფოტო: Bullit Markuez / AP


 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი