logo_geo
დიდ ბრიტანეთში სტოუნჰენჯის რესტავრაცია იწყება
- +

15 სექტემბერი. 2021. 12:13

 

დიდ ბრიტანეთში სტოუნჰენჯის რესტავრაცია იწყება. BBC-ის ცნობით, სარემონტო სამუშაოების ფარგლებში ქვებზე გაჩენილი ხვრელებისა და ბზარების შევსება იგეგმება.

 

სარემონტო სამუშაოების დაწყების გადაწყვეტილება მონუმენტის ლაზერული სკანირების შემდეგ მიიღეს. რესტავრაცია დაახლოებით ორ კვირას გასტანს. მუშები ბეტონის დუღაბს კირის დუღაბით ჩაანაცვლებენ.

 

„ოთხი ათასი წლის განმავლობაში ქარმა და წვიმამ ქვის ზედაპირზე ბზარები და ხვრელები გააჩინა. რესტავრაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა ჩვენს უნიკალურს ძეგლს არაფერი დაემუქროს“, - აცხადებს რესტავრატორთა მთავარი კურატორი ჰიზერ სებაირი.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი