logo_geo
მექსიკაში შეიარაღებულმა პირებმა სასტუმროდან ათობით უცხოელი გაიტაცეს
- +

15 სექტემბერი. 2021. 14:20

 

 

მექსიკის ქალაქ მატეჰუალაში შეიარაღებულმა პირებმა სასტუმროდან ათობით უცხოელი გაიტაცეს. ამის შესახებ BBC წერს.

 

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, თავდამსხმელებმა 22 უცხოელი და 16 მექსიკელი გაიტაცეს, მათ შორის იყვნენ არასრულწლოვნები და ორსული ქალიც. უცხოელების უმრავლესობა ჰაიტიდან და კუბიდან არიან. გარდა ამისა, თავდამსხმელებმა ასევე წაიღეს სასტუმროს რეგისტრაციის წიგნი, რამაც გატაცებულთა იდენტიფიცირება გაართულა.

 

გატაცებული მექსიკელები თავდამსხმელებმა მალევე გაათავისუფლეს, უცხოელების გასათავისუფლებლად კი პოლიციამ სამძებრო ოპერაცია ჩაატარა. ყველა გატაცებული პირი უკვე თავისუფალია და ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი