logo_geo
ბორის ჯონსონმა დიდი ბრიტანეთის მთავრობაში საკადრო ცვლილებები განახორციელა
- +

15 სექტემბერი. 2021. 20:43

 

ბორის ჯონსონმა დიდი ბრიტანეთის მთავრობაში საკადრო ცვლილებები განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

 

კერძოდ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ელისაბედ ტრასი დანიშნა, რომელმაც ამ თანამდებობაზე დომინიკ რააბი ჩაანაცვლა.

 

აღსანიშნავია, რომ დომინიკ რააბი ოპოზიციის კრიტიკის სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც მან უარი განაცხადა შვებულება შეეწყვიტა, როდესაც ავღანეთი „თალიბანმა“ დაიკავა.

 

ამიერიდან დომინიკ რააბი დიდი ბრიტანეთის მთავრობაში იუსტიციის მინისტრის პოსტს დაიკავებს.

 

გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, თანამდებობიდან გადადგა განათლების მინისტრი, გევინ უილიამსონი. თანამდებობა ასევე დატოვა მშენებლობის მინისტრმაც.

big_banner
არქივი