დიდ ბრიტანეთში ბუსტერ დოზებით აცრა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ Sky News-ი ავრცელებს.
ვაქცინის მესამე დოზა 50 წელს გადაცილებულ ადამიანებს, ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს მუშაკებს, ხანდაზმულთა თავშესაფრების ბენეფიციარებს და 16-49 წლის ასაკის სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებს გაუკეთდება.
ამასთანავე, მეორე აცრიდან სულ მცირე 6 თვე უნდა იყოს გასული.