logo_geo
ბერნში პოლიციამ კოვიდ-შეზღუდვებით უკმაყოფილო ხალხი ცრემლსადენი გაზით დაშალა
- +

17 სექტემბერი. 2021. 15:43

 

შვეიცარიის პოლიციამ ბერნში საკარანტინო ზომების მოწინააღმდეგეები წყლის ჭავლით, რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით დაშალა. ამის შესახებ „Swiss Info“ წერს.

 

აღინიშნება, რომ 16 სექტემბრის საღამოს ხალხი რკინიგზის სადგურთან შეიკრიბა და ფედერალური პარლამენტისკენ დაიწყო მსვლელობა.

 

თავდაპირველად, აქციაზე 3-4 ათასი ადამიანი იყო, მსვლელობის გამო რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეფერხდა.

 

პარლამენტთან კი უკვე აქციის მონაწილეთა ნაწილი შენობაში შეჭრას ცდილობდა, სამართალდამცველებს სხვადასხვა ნივთს ესროდნენ.

 

პოლიციაში განმარტავენ, რომ შეკრებილები რამდენჯერმე გააფრთხილეს, თუმცა, ისინი არ შეჩერდნენ.

 

მომხდარის შედეგად, ერთი ადამიანია დაშავებული.

 

შვეიცარიაში 13 სექტემბრიდან კოვიდ-სერტიფიკატზე მოთხოვნა გაამკაცრეს, მათი ფლობაა საჭირო რესტორნებში შესვლისას, კულტურულ ღონისძიებებზე დასწრების დროს, ასევე, დახურულ სივრცეში რაიმე სახის ღონისძიების გამართვის და მასში მონაწილეობისას.

 

წყარო: https://www.swissinfo.ch/eng/bern-covid-protest-turns-violent/46955544

 

 

big_banner
არქივი