logo_geo
The Washington Post: აშშ Pfizer-ის ვაქცინის დამატებით ასობით მილიონ დოზას შეისყიდის, რათა მსოფლიოს ქვეყნებს გაუნაწილოს
- +

18 სექტემბერი. 2021. 02:11

 

 

აშშ Pfizer-ის ვაქცინის დამატებით ასობით მილიონ დოზას შეისყიდის, რათა მსოფლიოს ქვეყნებს გაუნაწილოს. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The Washington Post-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

აღნიშნულ გადაწყვეტილებას აშშ-ის ხელისუფლება მომდევნო კვირის დასაწყისში, ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის დროს გამოაცხადებს.

 

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა გლობალური ვაქცინაციის კამპანიის მნიშვნელობას, როგორც ვირუსის დამარცხების საშუალებას.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი