აშშ Pfizer-ის ვაქცინის დამატებით ასობით მილიონ დოზას შეისყიდის, რათა მსოფლიოს ქვეყნებს გაუნაწილოს. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The Washington Post-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას აშშ-ის ხელისუფლება მომდევნო კვირის დასაწყისში, ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის დროს გამოაცხადებს.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა გლობალური ვაქცინაციის კამპანიის მნიშვნელობას, როგორც ვირუსის დამარცხების საშუალებას.