logo_geo
ავსტრალიაში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
- +

18 სექტემბერი. 2021. 12:59

 

 

ავსტრალიაში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

 

სიდნეისა და მელბურნში ასობით ადამიანი შეიკრიბა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად. პოლიციამ მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო, მათ მსვლელობის გამართვის საშუალება არ მისცა, რის გამოც დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. ორივე ქალაქში დაკავებულია 270-მდე მოქალაქე.

 

პოლიციის ინფორმაციით, დაშავებულია რამდენიმე პოლიციელი, რომელთაგან ექვსი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 

ავსტრალიაში კორონავირუსის დელტა ვარიანტის გავრცელების გამო, მკაცრი შეზღუდვები ივნისის თვიდან მოყოლებული მოქმედებს. მოსახლეობას გადაუდებელი აუცილებლობის გამო სახლიდან გასვლა ეკრძალებათ. დიდ ქალაქებში სამხედროები პატრულირებენ, რომლებიც მოსახლეობის მიერ შეზღუდვების დაცვას აკონტროლებენ.

 

მთავრობაში აცხადებენ, რომ შეზღუდვები იქამდე იმოქმედებს, სანამ 16 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 70 პროცენტი სრულად არ იქნება აცრილი.

 

 

big_banner
არქივი