logo_geo
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გამაგრებითი სამუშაოები დასრულებულია
- +

18 სექტემბერი. 2021. 14:39

 

 

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გამაგრებითი სამუშაოები დასრულებულია. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

 

2-წლიანი მუშაობის შედეგად, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გამაგრებითი სამუშაოები დასრულდა, რაც ტაძრის აღდგენითი სამუშაოების დაწყების საშუალებას იძლევა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, სარესტავრაციო სამუშაოები უახლოეს თვეებში დაიწყება, როდესაც ტენდერით შესაბამისი კომპანია შეირჩევა.

 

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი 2019 წელს გაჩნდა, რომელმაც სახურავის და 96-მეტრიანი გუმბათის ჩამოქცევა გამოიწვია. ხანძრის შედეგად განადგურდა ტაძრის შიგნით არსებული უნიკალური ფრესკებიც.

 

პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, ტაძარი 2024 წლისათვის იქნება აღდგენილი და პარიზის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე გაიხსნება.

 

 

right_banner big_banner
არქივი