logo_geo
ერევანში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტის გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა
- +

18 სექტემბერი. 2021. 17:32

 

 

ერევანში, შარლ აზნავურის სახელობის მოედანზე 21 სექტემბერს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტის გაუქმების მოთხოვნით აქცია გაიმართა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

 

ადგილზე პოლიციის ძალები და „წითელი ბერეტის“ წარმომადგენლები არიან მობილიზებული, რომლებიც დემონსტრანტებს რესპუბლიკის მოედანზე გასვლის საშუალებას არ აძლევენ.

 

აქციის გამართვისას, დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, რის გამოც აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

 

ქვეყნის პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, დამოუკიდებლობის 30 წლისთავისთვის დაგეგმილია მასშტაბური ღონისძიება, რომელიც ომში დაღუპულ მეომრებსაც მიეძღვნება, რასაც დაღუპულთა ოჯახის წევრების უკმაყოფილება მოჰყვა.

 

 

big_banner
არქივი