logo_geo
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 228 მილიონს გადააჭარბა
- +

19 სექტემბერი. 2021. 10:30

 

 

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 228 მილიონს გადააჭარბა.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 228 119 119 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 4 685 253 ადამიანი გარდაიცვალა.

 

ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 42 048 376 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 673 464 ​​​ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი