logo_geo
არაპროფესიონალი ასტრონავტებით დაკომპლექტებული პირველი ეკიპაჟი დედამიწაზე დაბრუნდა
- +

19 სექტემბერი. 2021. 17:53

 

 

კომპანია SpaceX-მა Inspiration 4-ის მონაწილეები დედამიწაზე დააბრუნა. ეს ისტორიაში პირველი კოსმოსური მისია იყო, რომლის ეკიპაჟშიც არცერთი პროფესიონალი ასტრონავტი არ იყო. ამის შესახებ BBC წერს.

 

Inspiration 4-ის ეკიპაჟში ოთხი ადამიანი იყო: მილიარდერი ჯარედ აიზეკმანი, ექიმის ასისტენტი ჰეილი არსენო, მონაცემთა დამუშავების ინჟინერი კრის სემბროსკი და პედაგოგი სიან პროკტორი. მათ დედამიწის ორბიტაზე 3 დღე გაატარეს.

 

SpaceX-ის ცნობით, დაშვების შემდეგ ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს.

 

Inspiration4-მა სტარტი 16 სექტემბერს აიღო. მისიის მიზანი კი 200 მილიონი დოლარის შეგროვება იყო მემფისის ბავშვთა საავადმყოფოსთვის St. Jude Children's Research Hospital. სწორედ აქ განიკურნა ბავშვობაში ძვლების სიმსივნისგან ეკიპაჟის წევრი ჰეილი არსენო.

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი