logo_geo
აშშ-ში მსოფლიოში ყველაზე დიდი ხის ტყის ხანძრისგან გადარჩენას ცდილობენ
- +

19 სექტემბერი. 2021. 18:54

 

აშშ-ში, კალიფორნიის შტატში მეხანძრეები მსოფლიოში ყველაზე დიდი ხეების გადარჩენას ცდილობენ, რომლებსაც ეროვნულ პარკ „სეკვოიაში“ მძვინვარე კომპლექსური ტყის ხანძარი KNP ემუქრება. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, პარკი გიგანტური სეკვოიებით არის ცნობილი. მათ შორის არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ხე - გენერალი შერმანი. მეცნიერების შეფასებით, მისი ასაკი 2 300- 2 700 წელს შეადგენს.

 

ხეების დასაცავად მეხანძრეები ცეცხლგამძლე ალუმინის ფოლგას იყენებენ, რომლითაც ხის ტანს ფარავენ.

 


გიგანტური სეკვოიების ასაკმა შეიძლება 3 ათას წელს გადააჭარბოს, მათი სიმაღლე კი 100 მეტრს აღწევს. ცეცხლი საფრთხეს 2 ათას სეკვოიას უქმნის. ხანძრები კალიფორნიაში ხანგრძლივი გვალვით და ცხელი ამინდით არის გამოწვეული. წელს შტატში უკვე 7 400 ტყის ხანძარი დაფიქსირდა.

 

big_banner
არქივი