logo_geo
ქაბულის მერიაში მომუშავე ქალებს სამსახურში დაბრუნების უფლებას არ აძლევენ
- +

19 სექტემბერი. 2021. 19:47

 

ავღანეთის დედაქალაქის ახალმა მერმა ქაბულის მერიაში მომუშავე ქალებს სამსახურში გასვლის უფლება შეუზღუდა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ნამდულა ნომანმა განაცხადა, რომ „თალიბანს„ აუცილებლად მიეჩნია ქალებმა გარკვეული დროის განმავლობაში არ იმუშაონ. შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პოზიციებზე, რომლებზეც კაცებს მუშაობა არ შეუძლიათ.

 

„მაგალითად, ქალებს ქალების საჯარო საპირფარეშოებში შეუძლიათ მუშაობის განახლება, ანუ იქ, სადაც კაცები ვერ შედიან“, - დააზუსტა ნომანმა.

 

მისივე ინფორმაციით, მერიის დაახლოებით 3 ათასი თანამშრომლიდან მესამედი ქალია. ნომანმა ასევე განმარტა რომ ქალები კუთვნილ ხელფასს სახლში დარჩენის შემთხვევაშიც მიიღებენ და ეს ზომა დროებითია, „სანამ ვითარება სტაბილური არ გახდება“.

 

17 სექტემბერს ავღანეთის განათლების სამინისტროში განაცხადეს, რომ 1-6 კლასებში სწავლა 18 სექტემბრიდან განახლდება, თუმცა სასწავლო პროცესში ამ ეტაპზე მხოლოდ ბიჭი მოსწავლეები და კაცი პედაგოგები ჩაერთვებიან. ქვეყნის ზოგიერთ უმაღლეს სასწავლებელში სასწავლო პროცესი გოგოებისა და ბიჭებისთვის განცალკევებულად დაიწყო.

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი