logo_geo
მედია: ნოემბრიდან აშშ სრულად ვაქცინირებულ უცხოელებს საზღვრებს გაუხსნის
- +

20 სექტემბერი. 2021. 18:45

 

 

ნოემბრიდან აშშ სრულად ვაქცინირებულ უცხოელებს საზღვრებს გაუხსნის. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია შესაბამის განცხადებას დღეს გააკეთებს.

 

შეგახსენებთ, რომ მოქმედი რეგულაციების თანახმად, აშშ-ში შესვლა მხოლოდ ამერიკის მოქალაქეებს, მათი ოჯახის წევრებსა და ე.წ. მწვანე ბარათის მფლობელებს შეუძლიათ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი