logo_geo
პირველი ოქტომბრიდან ვატიკანში შესასვლელად ე.წ. „მწვანე საშვის“ წარდგენა გახდება საჭირო
- +

20 სექტემბერი. 2021. 19:31

 

 

პირველი ოქტომბრიდან ვატიკანში შესასვლელად ჯანმრთელობის მოწმობის წარდგენა გახდება საჭირო, რომელიც კორონავირუსისგან იმუნიტეტის მტკიცებულებას შეიცავს.

 

ვატიკანის განცხადებაში ნათქვამია, რომ ვატიკანის ბინადრებს, მუშებსა და ვიზიტორებს მოუწევთ თან იქონიონ ე.წ. „მწვანე საშვი“, რომელიც უკვე ფართოდ გამოიყენება იტალიის ტერიტორიაზე.

 

გამონაკლისი მათთვის გაკეთდება, ვინც წირვას ესწრება.

 

ე.წ. „მწვანე საშვი“ ცხადყოფს, რომ პირმა ვაქცინის, სულ მცირე, ერთი დოზა მიიღო, კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის ურყოფით პასუხი აქვს ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.

 

16 სექტემბერს იტალიის მთავრობამ საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლებისთვის სამუშაო ადგილებზე ე.წ. „მწვანე საშვის“ წარდგენა სავალდებულო გახადა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი