logo_geo
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ აშშ-ში უცხოელი ვიზიტორების შეშვების ახალი რეგულაცია გამოაცხადა
- +

20 სექტემბერი. 2021. 20:44

 

 

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ნოემბრის დასაწყისიდან სამოგზაურო შეზღუდვებს შეამსუბუქებენ სრულად ვაქცინირებული საერთაშორისო ვიზიტორებისთვის.

 

კორონავირუსის საკითხებზე თეთრი სახლის კოორდინატორმა, ჯეფ ზინტსმა განაცხადა, რომ ყველა უცხოელი ვიზიტორი სრულად ვაქცინირებული უნდა იყოს და ვაქცინაციის მტკიცებულება უნდა წარადგინოს აშშ-ის მიმართულებით რეისზე ჩასხდომამდე.

 

გარდა ამისა, უცხოელმა ვიზიტორმა ასევე უნდა წარადგინოს 72 საათის განმავლობაში გაკეთებული კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხი.

 

აღსანიშნავია, რომ სრულად ვაქცინირებულ უცხოელებს კარანტინის გავლა არ მოუწევთ.

 

ჯეფ ზინტსის თქმით, ახალი პოლიტიკა შესაძლებელი გახდა სხვა ქვეყნებში ვაქცინაციის მაჩვენებლის გაზრდის გამო.

 

ამასთანავე, აშშ-ის ადმინისტრაცია აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს დააკისრებს იმის განსაზღვრას, თუ რომელი ვაქცინა იქნება დაშვებული უცხოელი ვიზიტორების აშშ-ში შესაშვებად.

 

 

big_banner
არქივი