logo_geo
თურქეთი ყირიმში გამართულ რუსეთის საპარლამენტო არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს
- +

21 სექტემბერი. 2021. 03:00

 

 

თურქეთი ყირიმში გამართულ რუსეთის საპარლამენტო არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

 

„თურქეთი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს და ყირიმის უკანონო ანექსიას არ აღიარებს. ამ კონტექსტში, 2021 წლის 17-19 სექტემბერს ყირიმში ჩატარებული რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების შედეგებს თურქეთისთვის არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში, საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია, „ერთიანი რუსეთი“ იმარჯვებს, რომელსაც პარლამენტში უმრავლესობა ექნება.

 

 

 

right_banner big_banner
არქივი