logo_geo
ანტონიუ გუტერეში: მსოფლიომ უნდა გაიღვიძოს - უფსკრულის პირას ვართ და არასწორი მიმართულებით მივდივართ
- +

21 სექტემბერი. 2021. 18:29

 

 

„მსოფლიომ უნდა გაიღვიძოს - უფსკრულის პირას ვართ და არასწორი მიმართულებით მივდივართ“, - განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

„მსოფლიომ უნდა გაიღვიძოს. უფსკრულის პირას ვართ და არასწორი მიმართულებით მივდივართ. კორონავირუსის პანდემიამ და კლიმატის კრიზისმა საზოგადოებებში არსებული ღრმა სისუსტეები გამოავლინა“, - აღნიშნა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

 

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე განაცხადა, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნების უმრავლესობა აცრილია, ხოლო აფრიკელების 90%-ზე მეტი ჯერ კიდევ ვაქცინის პირველ დოზას ელოდება.

 

ანტონიუ გუტერეშმა ასევე აღნიშნა, რომ კლიმატის ცვლილება ტემპერატურის მატებასა და ექსტრემალურ ამინდს უფრო სწრაფად გამოიწვევს, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

 

„ჩვენ გამაფრთხილებელ ნიშნებს ყველა კონტინენტზე ვხედავთ: აუტანელი ტემპერატურა, ბიომრავალფეროვნების შოკისმომგვრელი დაკარგვა, დაბინძურებული ჰაერი და წყალი და ყოველ ნაბიჯზე კლიმატთან დაკავშირებული კატასტროფები“, - აღნიშნა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი