logo_geo
ტაილანდში ტაქსის მძღოლებმა მანქანების სახურავებზე ბოსტნები გააშენეს
- +

21 სექტემბერი. 2021. 18:50

 

 

ტაილანდში, ტაქსის ორი კომპანიის თანამშრომლებმა საკუთარი მანქანების სახურავებზე ბოსტნები გააშენეს. ამის შესახებ AFP წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, მძღოლებმა ამისთვის პოლიეთილენის პარკები და ბამბუკის ჯოხები გამოიყენეს. ასე მძღოლებს საკუთარი ეკონომიკური პრობლემებისადმი მთავრობის ყურადღების მიქცევა სურთ - კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებულმა შეზღუდვებმა ამ სფეროს წარმომადგენლები განსაკუთრებით დააზარალა.

 

კომპანიებს „Ratchapruk“ და „Bovorn Taxi“ ბანგკოკის ქუჩებში მხოლოდ 500 მომუშავე მანქანა დარჩათ, დანარჩენი 2 500 კი ფარეხებშია გაჩერებული. სწორედ ამ ავტომობილებზე გაშენდა ბოსტნები, რომლებსაც სამსახურის გარეშე დარჩენილი მძღოლები უვლიან. მათ ბადრიჯანი, კიტრი, წიწაკა და რეჰანი მოჰყავთ.

 

რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ ბანგკოკი აცრილი ტურისტებისთვის ოქტომბრის შუა რიცხვებში გაიხსნება.

 

 

big_banner
არქივი