logo_geo
ჯო ბაიდენი: ბომბები და ტყვიები კორონავირუსისგან ან მისი მომავალი ვარიანტებისგან ვერ დაგვიცავენ
- +

21 სექტემბერი. 2021. 19:34

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედროები გააგრძელებენ ამერიკის, ამერიკის მოკავშირეებისა და ამერიკის ინტერესების თავდასხმისგან დაცვას.

 

„აშშ-ის სამხედრო ძალა ჩვენი უკანასკნელი და არა პირველი საშუალება უნდა იყოს და ის არ უნდა გამოვიყენოთ როგორც პასუხი მსოფლიოში არსებულ ყველა პრობლემაზე“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, დღეს უამრავი პრობლემის იარაღის ძალის გამოყენებით მოგვარება შეუძლებელია.

 

„ბომბები და ტყვიები კორონავირუსისგან ან მისი მომავალი ვარიანტებისგან ვერ დაგვიცავენ. პანდემიასთან საბრძოლველად, ჩვენ მეცნიერების კოლექტიური ძალისხმევა და პოლიტიკური ნება გვჭირდება. რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივიღოთ ვაქცინა და გავაფართოვოთ ჟანგბადზე, ტესტებსა და მკურნალობაზე წვდომა, რათა მთელ მსოფლიოში სიცოცხლეები გადავარჩინოთ“, - აღნიშნა ამერიკის ლიდერმა.

big_banner
არქივი