logo_geo
IPhone დეპრესიის დიაგნოსტირებას „ისწავლის“
- +

22 სექტემბერი. 2021. 16:50

 

 

IPhone-ს მწარმოებელი კომპანია „Apple“ გეგმავს შექმნას ტექნოლოგია, რომელიც მომხმარებლებში დეპრესიას და ფსიქოლოგიურ პრობლემებს გამოავლენს. ამის შესახებ „The Wall Street Journal“ წერს.

 

როგორც გამოცემა წერს, „Apple“ ამ საკითხზე კალიფორნიის უნივერსიტეტთან და ფარმაცევტულ კომპანია „Biogen“-თან თანამშრომლობს.

 

ახალი პროექტის კვლევის ფარგლებში, რომლმაც სტარტი 2020 წელს აიღო, კომპანიის სპეციალისტებმა IPhone-ს და Apple Watch-ის დახმარებით მონაცემები 150 მოხალისის შესახებ შეაგროვეს. 2021 წლის ბოლომდე კომპანია გეგმავს, კვლევაში კიდევ 3 000-მდე მოხალისე ჩართოს.

 

მომავალი პროექტი ფარმაცევტულ კომპანია „Biogen“-ს უკავშირდება, რომელიც მონიტორინგს გაუწევს მომხმარებლების ჯანმრთელობის მდგომარეობას.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი