logo_geo
ერდოღანის განცხადებით, თურქეთ-აშშ-ის ურთიერთობები ჯანსაღი არ არის
- +

23 სექტემბერი. 2021. 22:15

 

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონსა და ანკარას შორის ურთიერთობები ყველაზე დაბალ ნიშნულზე წლის დასაწყისში იყო, როდესაც ვაშინგტონმა თურქეთს რუსული სარაკეტო კომპლექს S—400-ების შეძენის გამო სანქციები დაუწესა და ანკარა ამერიკული ავიაგამანადგურებლების F-35-ების პროგრამიდან გამორიცხა.

 

ერდოღანის განცხადებას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

 

„ვერ ვიტყოდი, რომ თურქულ-ამერიკულ ურთიერთობებში ჯანსაღი პროცესი მიმდინარეობს. ჩვენ ვიყიდეთ F-35-ები, გადავიხადეთ 1,4 მილიარდი დოლარი და ეს ავიაგამანადგურებლები ჩვენ არ მოგვცეს. აშშ-მა თავდაპირველად ეს უნდა მოაგვაროს“, – განაცხადა თურქეთის ლიდერმა ნიუ იორკში ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

მისივე თქმით, თუ ვაშინგტონი ანკარას არ დაეხმარება, „თურქეთი თავდაცვით საჭიროებებს სხვაგან დაიკმაყოფილებს.“

 

ერდოღანის განცხადებით, ორმა ქვეყანამ ერთა უნდა იმუშაოს, თუმცა დღეს არსებული მიმართულება არაფერს კარგს არ მოასწავებს. მან ასევე აღნიშნა, რომ მისი და ჯო ბაიდენის ურთიერთობები კარგად ვერ დაიწყო.

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი