logo_geo
ინდოეთში 15 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის 28 ადამიანი დააკავეს
- +

24 სექტემბერი. 2021. 11:58

 

ინდოეთის ხელისუფლება იძიებს საქმეს, რომლის თანახმად 15 წლის გოგონა დაახლოებით 9 თვის მანძილზე ჯგუფური ძალადობის მსხვერპლი იყო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

მუმბაის პოლიციამ 28 ადამიანი დააკავა, რომლებიც ჯგუფურ გაუპატიურებაში არიან ეჭვმიტანილნი.

 

ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდაპირველად მოზარდი მისმა შეყვარებულმა გააუპატიურა და ეს ვიდეოზე გადაიღო. შემდეგ, ის და მისი მეგობრები ამ ჩანაწერით გოგონას აშანტაჟებდნენ და სქესობრივ კავშირს აიძულებდნენ.

 

გამოძიების ცნობით, გაუპატიურებები მუმბაის სხვადასხვა გარეუბნებში ხდებოდა.

 

გოგონამ პოლიციას მიმართა და ჯამში 33 მოძალადე დაასახელა, რომელთაგან თითქმის ყველას პირადად იცნობს.

 

 

big_banner
არქივი