logo_geo
უკრაინელი მომღერლის მთელი ოჯახი სოკომ იმსხვერპლა
- +

24 სექტემბერი. 2021. 11:59

 

 

უკრაინელი მომღერლის, ბოგდან მუხას მთელი ოჯახი სოკოთი მოიწამლა და გარდაიცვალა. ამის შესახებ თავად მომღერალმა განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

 

ინციდენტი ქალაქ კოროსტენში მოხდა.

 

„ვიცი, რომ ბებიამ, დედამ და დეიდამ სოკო ჭამეს და ცუდად გახდნენ“, - განაცხადა მომღერალმა.

 

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბოგდან მუხას დედა შეუძლოდ სამსახურში გახდა. მან სასწრაფოს გამოძახებაზე უარი თქვა, რადგან იმედი ჰქონდა, რომ მალე მისი მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა. მოგვიანებით ის გარდაიცვალა.

 

ტრაგედიის შესახებ ოჯახისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად მისი ნათესავები გარდაცვლილის სახლში მივიდნენ, თუმცა, კარი მათ არავინ გაუღო. ადგილზე მაშველები გამოიძახეს. შიგნით ბოგდან მუხას ბებიის და დეიდის ცხედრები იპოვეს.

 

სოკოს ნარჩენები ექსპერტიზაზე გაგზავნეს.

 

ამასთან, მეზობლების თქმით, ქალებს სოკო თავად არ დაუკრეფიათ, ის ნაცნობმა მიართვა, რომელიც ინციდენტის შემდეგ არავის უნახავს.

 

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.

 

 

big_banner
არქივი