logo_geo
უკრაინაში ახალი კოვიდრეგულაციები ამოქმედდა
- +

24 სექტემბერი. 2021. 13:06

 

 

უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ახალი კოვიდრეგულაციები ამოქმედდა, - ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

 

ახალი წესების ფარგლები, ქვეყნის 24-ვე ოლქი, ეპიდვითარების გათვალისწინებით, ფერების მიხედვით დაიყო. წითელი ფერი მძიმე ეპიდვითარებას გულისხმობს, მწვანე - დამაკმაყოფილებელს, ყვითელი კი - საშუალო დონეს.

 

ყვითელ ზონებში რესტორნებს, კინოთეატრებს, სპორტულ დარბაზებსა და კულტურულ დაწესებულებებს სრული დატვირთვით მუშაობა ეკრძალებათ და საერთო მოცულობის მხოლოდ ნაწილის გამოყენებას შეძლებენ.

 

ამასთან, დაწესებულებებსა და ღონისძიებების ორგანიზატორებს შეუძლიათ, არ გაითვალისწინონ ახალი რეგულაცია, თუ მხოლოდ ვაქცინირებულ (სულ მცირე, ერთი დოზით აცრილ) ან ბოლო 72 საათში გატესტილ და კოვიდუარყოფით ადამიანებს მოემსახურებიან.

 

ყვითელი ფერით მონიშნულ ოლქებში სკოლები დასწრებულ სწავლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გააგრძელებენ, თუ მათი პერსონალის 80% მაინც, ვაქცინის, სულ მცირე, ერთი დოზით იქნება აცრილი.

 

გასული კვირის განმავლობაში, უკრაინაში, კოვიდინფიცირების საშუალო დღიური მაჩვენებელი 3 ათასს აჭარბებდა.

 

 

right_banner big_banner
არქივი