logo_geo
თმის არასწორად შეჭრის გამო, სალონს მომხმარებლისთვის $271 ათასის გადახდა მოუწევს
- +

24 სექტემბერი. 2021. 14:57

 

 

ინდოეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სალონს 20 მილიონი რუპიის ($271 ათასის) გადახდა მოუწევს მომხმარებლისთვის, რომელსაც თმა ისე არ შეჭრეს, როგორც მას სურდა, - ამის შესახებ BBC წერს.

 

ქალი ამტკიცებდა, რომ მისი მითითების მიუხედავად, თმა მოკლედ - მხრებიდან 10 სანტიმეტრამდე შეჭრეს. როგორც მან სასამართლოზე აღნიშნა, გრძელი თმის გამო, მასთან თმის პროდუქციის კომპანიები თანამშრომლობდნენ, სტილისტის დაუდევრობის შემდეგ კი, შეთავაზებები შეწყდა, რამაც დიდი ზიანი მიაყენა.

 

სალონს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს.

 

 

right_banner big_banner
არქივი