logo_geo
ნიდერლანდების პოლიციამ ტერაქტის მომზადების ბრალდებით 9 ადამიანი დააკავა
- +

24 სექტემბერი. 2021. 19:07

 

 

ნიდერლანდების ქალაქ ეინდჰოვენში პოლიციამ ტერაქტის მომზადების ბრალდებით 9 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის პროკურატურა ავრცელებს.

 

მისი ინფორმაციით, 9-ვე დაკავებული ნიდერლანდების მოქალაქეა, მათგან ყველაზე უმცროსი 18 წლისაა, უფროსი კი 31 წლისაა. 8 დაკავებული ნიდერლანდებში, ერთი კი ავღანეთში დაიბადა.

 

„9-ვე დაკავებული ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ იდეებს იზიარებდა“, - აცხადებენ ნიდერლანდების პროკურატურაში.

 

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რამდენიმე მისამართზე ჩხრეკა ჩატარდა, საიდანაც სამართალდამცველებმა კომპიუტერები წაიღეს.

 

 

big_banner
არქივი