logo_geo
ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისთვის მსჯავრდებული დერეკ შოვინი სასჯელის გასაჩივრებას გეგმავს
- +

24 სექტემბერი. 2021. 21:47

 

 

 

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისთვის მსჯავრდებული დერეკ შოვინი სასჯელის გასაჩივრებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

 

სასამართლოში შეტანილი დოკუმენტების თანახმად, დერეკ შოვინი ამტკიცებს, რომ მოსამართლემ ბოროტად გამოიყენა თავისი დისკრეციული უფლებამოსილება საქმის რამდენიმე ძირითად პუნქტში, მათ შორის უარი თქვა სხდომის გადადებაზე და საქმის საჯაროობის გამო მის სხვა შტატში გადატანაზე.

 

25 ივნისს ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საქმეზე მინეაპოლისის სასამართლომ ყოფილ პოლიციელ დერეკ შოვინს 22.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 21 აპრილს ნაფიცმა მსაჯულებმა დერეკ შოვინის მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს.

 

ჯორჯ ფლოიდი 2020 წლის 25 მაისს მოკლეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანდა, რომ პოლიციის ოფიცერი, დერეკ შოვინი ჯორჯ ფლოიდს კისერზე მუხლს აჭერდა, ხოლო დაკავებული ჯორჯ ფლოიდი კი სუნთქვის საშუალების მიცემას ითხოვდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი