logo_geo
ჩინეთმა ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული კანადელები მაიკლ სპავორი და მაიკლ კოვრიგი გაათავისუფლა
- +

25 სექტემბერი. 2021. 11:42

 

ჩინეთმა ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული კანადელები მაიკლ სპავორი და მაიკლ კოვრიგი გაათავისუფლა. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა.

 

მისი თქმით, ისინი ახლა ელჩ დომინიკ ბარტონის თანხლებით, კანადაში ბრუნდებიან.

 

სპავორი და კოვრიგი ჩინეთმა 2018 წელს მას შემდეგ დააკავა, რაც კანადამ აშშ-ის მიერ გამოცემული დაკავების ორდერის საფუძველზე „ჰუავეის“ დამფუძნებლის ქალიშვილი და ამავე კომპანიის აღმასრულებელი რგოლის მენეჯერი მენ ვანჟუ თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. აღნიშნულ ფაქტს, დიპლომატიური დაძაბულობა მოჰყვა.

 

ჩინეთის სასამართლომ მაიკლ სპავორს, რომელიც ჩრდილოეთ კორეასთან საერთაშორისო ბიზნესისა და კულტურული კავშირების დასამყარებლად შუამავალი ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრია, აგვისტოში 11-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. მაიკლ კოვრიგის საქმეზე კი, სასამართლო დადგენილება ამ დრომდე გამოტანილი არ ჰქონდათ. ის ყოფილი დიპლომატია, რომელიც ბოლო პერიოდში საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრ „სინქ თენქის“ თანამშრომელი იყო.

 

კანადასა და ჩინეთს შორის წარმოებული მოლაპარაკების შედეგად, მხარეები პატიმრების გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ. მენ ვანჟუ კანადამ პარასკევს გაათავისუფლა, მას შემდეგ, რაც მენ ვანჟუსა და ამერიკელ პროკურორებს შორის თაღლითობის საქმეზე შეთანხმება შედგა.

big_banner
არქივი