„დღეს შვეიცარიის მოსახლეობა ერთვება რეფერენდუმში, რომლითაც უნდა დადგინდეს მოსახლეობის განწყობა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების შესახებ“, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ეს ქვეყანა ერთ-ერთია დასავლეთ ევროპის იმ რამდენიმე ქვეყანას შორის, სადაც , კანონით, ამ დრომდე, მხოლოდ განსხვავებული სქესის ადამიანების ქორწინებაა დაშვებული.
ცვლილების მომხრეები აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ცვლილება აქამდეც უნდა ამოქმედებულიყო, ეკლესია და მემარჯვენე პოლიტიკური პარტიები კი ამბობენ, რომ ეს ძირს გამოუთხრის ტრადიციული ოჯახის ცნებას.