logo_geo
მანჰეტენზე მდებარე ერთ-ერთი გამორჩეული შენობის მილიარდერი ბინადრები მშენებელ კომპანიას უჩივიან
- +

26 სექტემბერი. 2021. 16:41

 

 

„აუტანელი ხმაური, გაუმართავი ლიფტები და სადრენაჟო სისტემა - ეს იმ მიზეზების არასრული ჩამონათვალია, რომელთა გამოც ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და ლამაზი შენობის მილიარდერი მცხოვრებლები მშენებელ კომპანიას უჩივიან“, - ამის შესახებ BBC წერს.

 

მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ შენობის პრობლემები „საფრთხეს უქმნის და აწუხებს“ ბინადრებსა და სტუმრებს.

 

მათ დაიქირავეს ინჟინერი, რომელმაც, მთელი შენობის მასშტაბით, 1 500-მდე სამშენებლო და პროექტირებასთან დაკავშირებული ხარვეზი გამოავლინა.

 

ივნისში, შენობაში ელექტროგაყვანილობა აფეთქდა, რამაც მისი ბინადრები ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.

 

აღნიშნულ შენობაში ბინები ნაყიდი აქვთ მომღერალ ჯენიფერ ლოპესსა და მის ყოფილ საქმროს, ალექს როდრიგესს, Jose Cuervo Tequila-ბრენდის მფლობელის ოჯახის წევრსა და არაერთ მაგნატს. New York Times-ის ცნობით, თითო ბინა ათობით მილიონ დოლარადაა გაყიდული.

 

თუ სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს, კომპანიას $250 მილიონის გადახდა მოუწევს. შენობა 2015 წელსაა აშენებული.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი