logo_geo
იორდანია სირიასთან საზღვრის გახსნას გეგმავს
- +

27 სექტემბერი. 2021. 14:49

 

იორდანიის მთავრობამ გადაწყვიტა, ჯაბირში, სირიასთან საზღვარი 29 სექტემბერს გახსნას, - ამის შესახებ Anadolu წერს.

 

გადაწყვეტილებას, 57 დღის წინ, ოფიციალური ამანის მიერ, სამხრეთ-დასავლეთ დარას პროვინციაში, სამხედრო ესკალაციის გამო, ტერმინალის დახურვა უძღოდა წინ.

 

ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, ცვლილება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებას ემსახურება.

 

სირიის მინისტრთა კაბინეტის ოთხი წევრი იორდანიაში ჩასვლასა და ეკონომიკურ საკითხებზე მოლაპარაკებების გამართვასაც გეგმავს

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი