logo_geo
ხორვატიის მოქალაქეები აშშ-ში ჩასვლას უვიზოდ შეძლებენ
- +

29 სექტემბერი. 2021. 03:00

 

 

 

ხორვატიის მოქალაქეები აშშ-ში ჩასვლას უვიზოდ შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. როგორც აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანმა, ალეხანდრო მაიორკასმა განაცხადა, აშშ-ის მთავრობის გადაწყვეტილებით, ხორვატია დაემატება იმ ქვეყნების სიას, რომელთა მოქალაქეებიც 90 დღის განმავლობაში აშშ-ში მოგზაურობას უვიზოდ შეძლებენ.

 

„ეს ჩვენი ქვეყნის საერთო ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესების მნიშვნელოვანი აღიარებაა“, – ნათქვამია აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივნის განცხადებაში.

 

აშშ-ში უვიზოდ მოგზაურობა სულ 39 ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია. მათ შორის არიან ბელგია, ავსტრალია, ჩილე, ავსტრია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, პორტუგალია, ნიდერლანდები, ლიეტუვა, უნგრეთი, საფრანგეთი, ფინეთი, მალტა, საბერძნეთი, პოლონეთი და სხვები.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი