logo_geo
საბერძნეთის ქალაქ სალონიკში კომენდანტის საათი ამოქმედდება
- +

1 ოქტომბერი. 2021. 14:10

 

 

საბერძნეთის ხელისუფლება ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ სალონიკში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, ღამის საათებში კომენდანტის საათს აწესებს.

 

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

 

შეზღუდვები დღეიდან შევა ძალაში და ერთი კვირის განმავლობაში იმოქმედებს.

 

ზომები მკაცრდება ქალაქ სალონიკში და მთელ რეგიონში, ასევე მეზობელ რეგიონ ჰალკიდიკიში. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, საბერძნეთში ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის ფონზე, ჩრდილოეთ ნაწილში ინფიცირების დღიური შემთხვევების რაოდენობის ზრდა შეინიშნება.

 

30 სექტემბერს ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 2 232 ახალი შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა 33 ადამიანი. საბერძნეთის მოსახლეობის დაახლოებით 58 პროცენტი სრულად ვაქცინირებულია.

big_banner
არქივი